მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 2.7 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 7.9 თეთრით

5e7caa6971d7b
შოთა ტყეშელაშვილი
26.03.20 17:10
1149
საქართველოს ეროვნული ვალუტა 26 მარტის ვაჭრობის შედეგად გაუფასურდა. აშშ დოლართან კლებამ 2.6 თეთრი შეადგინა, შესაბამისად ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.4842 ლარი გახდა. ევროსთან კი გაუფასურება 7.9 თეთრი იყო და ახალი კურსით ერთი ევრო 3.8159 ლარი ღირს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე თვეში სამი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და რეზერვებიდან $100 მილიონი გაყიდა. სებ-ი ლარის პიკური გაუფასურების შესარბილებლად მომავალშიც გეგმავს სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას.