17.სექტემბერი .2020 17:10

ლარი დოლართან 3 თეთრით გაუფასურდა

views 611
უკან

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1886 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1547 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.39 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც - 3.7603-დან 3.7440 ლარამდე. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.63 თეთრი შეადგინა.
ლარი სხვა ვალუტების მიმართაც გაუფასურდა. კერძოდ, თურქული ლირის ფასი 0.4226 ლარი გახდა, ფუნტის კი - 4.1343 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.

შეგახსენებთ, გუშინ სებ-მა 40 მლნ დოლარი გაყიდა, მაგრამ ამ ოპერაციის მიუხედავად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 0.01 თეთრით გაუფასურდა. 2020 წელს სებმა სულ 13 სავალუტო აუქციონი გამართა და ჯამურად $410 მილიონი დოლარია გაყიდული.

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, აუქციონები წლის ბოლომდე გაგრძელდება და მათი ჯამური მოცულობა შემდგომ თვეებში, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტი იქნება.

ცნობისთვის: ლარი ბოლო კვირების განმავლობაში აშშ დოლართან 3%-ით გაუფასურდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა