მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 4 თეთრით, ევროსთან 5 თეთრით გაუფასურდა

647897bf9c807
BM.GE
01.06.23 17:04
7640
1 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 4.24 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6396 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 5.45 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8278 ლარი გახდა.

7.75 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2897 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 12.69 თეთრი შეადგინა.