მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან ბოლო შვიდი თვის მაქსიმალურ ნიშნულზე გამყარდა - $1 დოლარი 2.78 ლარი ღირს

5e54facd4c800
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.20 14:46
1365
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამჟამად ერთი აშშ დოლარი 2.7863 ლარად ივაჭრება, რაც ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ყველაზე მყარ გაცვლით კურსს წარმოადგენს. 

ლარის გამყარებამ ტემპი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აიღო. 17 თებერვლის შემდგომ კურსი დოლართან მიმართებით 7 თეთრზე მეტად გამყარდა. 

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის მიხედვით, 25 თებერვლის ვაჭრობა 2.80-ის კურსზე გაიხსნა, რის შემდეგაც ის 2.7863-მდე შემცირდა. 

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, თუმცა, ის გავლენას ლარის ოფიციალურ კურსზეც მოახდენს. სებ-ის მონაცემებით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8079 ლარს, ერთი ევროს ღირებულება კი 3.0370 ლარს შეადგენს.