მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 2 თეთრით გამყარდა

628640c3559f5
BM.GE
19.05.22 17:04
2715
19 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.80 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9262 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 1.84 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0789 ლარი გახდა.

2-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.6338 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.14 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 18.32 თეთრი გახდა.