მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

62a88814ee2a0
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.22 17:06
2251
14 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.56 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9631 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 1.53 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0923 ლარი გახდა.

3.80-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5883 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გაუფასურებამ 0.05 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.16 თეთრი გახდა.