15.ივნისი .2022 17:02

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
views 1150
უკან

15 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.95 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9436 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 0.68 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0855 ლარი გახდა.

2.74-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5609 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გაუფასურებამ 0.13 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.03 თეთრი გახდა.