მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

62bafcebcb470
შოთა ტყეშელაშვილი
28.06.22 17:05
1119
28 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.13 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9336 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 0.26 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1040 ლარი გახდა.

0.95-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5954 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გაუფასურებამ 0.06 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.62 თეთრი გახდა.