29.ივნისი .2022 17:05

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
views 4150
უკან

29 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.47 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9289 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 2.19 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0821 ლარი გახდა.

2.92-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5662 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.04 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.58 თეთრი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა