30.ივნისი .2022 17:05

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
views 725
უკან

30 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.06 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9283 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 3.17 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0504 ლარი გახდა.

1.59-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5503 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გაუფასურებამ 0.04 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.62 თეთრი გახდა.