4 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.15 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8762 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 3.41 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0062 ლარი გახდა.
0.22-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.4888 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გაუფასურებამ 0.26 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.10 თეთრი გახდა.