14.ივლისი .2022 17:09

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
views 2398
უკან

14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.84 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8559 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 2.02 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8613 ლარი გახდა.

0.32-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.3808 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გაუფასურებამ 0.09 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 16.33 თეთრი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა