მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

62dfe666187d3
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.22 17:08
2005
26 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.31 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7886 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 2.52 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8282 ლარი გახდა.

1.65-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.3441 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.02 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.63  თეთრი გახდა.