მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

62e137a996dc5
BM.GE
27.07.22 17:01
2877
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.95 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7791 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 0.74 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8208 ლარი გახდა.

0.81-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3522 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.10 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.53  თეთრი გახდა.