8 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.44 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7662 ლარი გახდა.
1.24-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2835 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1511 ლარი შეადგინა.