მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

6391e0c83d196
BM.GE
08.12.22 17:02
1075
8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.54 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6848 ლარი გახდა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8196 ლარი გახდა.

0.87-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2653 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.40 თეთრი შეადგინა.