მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

6474a2e063ca7
BM.GE
29.05.23 17:02
3918
29 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.53 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5823 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.88 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7664 ლარი გახდა.

1.04 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1881 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 12.86 თეთრი შეადგინა.