მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

647dddb8896f1
BM.GE
05.06.23 17:00
3440
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 1.26 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6209 გახდა.

3.53-თეთრიანი გამყარებაა ევროსთან მიმართებით, რომლის გაცვლითი კურსი 2.8023 შეადგენს.

რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაშიც ლარი 5.38 თეთრითაა გამყარებული და ახალი კურსი 3.2473 შეადგენს.

ერთი ლირა კი 12.37 თეთრი ღირს. 

საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის შეფასებით, 2 ივნისს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია სავარაუდოდ, ერთჯერადი ტრანზაქციის გასანეიტრალებლად განახორციელა. ამასთან, Galt & Taggart-ის დათვლით, წელს სებ-ის მიერ წმინდა სავალუტო შესყიდვების ოდენობა 765.8 მილიონი დოლარია.

"2023 წლის 2 ივნისს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 17.1 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ბაზრისთვის შეთავაზებული 40 მლნ აშშ დოლარიდან, სავარაუდოდ, ლარზე ერთჯერადი შეწოლის გასანეიტრალებლად. ეს იყო პირველი სავალუტო ინტერვენცია გაყიდვის მიმართულებით 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 765.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,"- ნათქვამია Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

თვალი ადევნე ვალუტის კურსის ცვლილებას საიტის მეშვეობით:

www.valutiskursi.com გამოიყენე ვალუტის კალკულატორი და გამოთვალე
სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის ღირებულება ლართან მიმართებაში.