მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

60c8a5b48ffb5
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.21 17:07
4507
15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 2.89 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1751 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.37 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8492 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 1.36 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3701 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 4.65 თეთრით შემცირდა და 4.4699 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 ივნისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.