21.ივლისი .2021 17:04

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
views 1557
უკან

21 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გამყარდა.  აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0950 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.55 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6437 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.44 თეთრით შემცირდა და 4.2166 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 ივლისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა