მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

60fabf040550c
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.21 17:06
3724
23 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გამყარდა.  აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.91 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1000 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.06 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6481 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 3.43 თეთრით შემცირდა და 4.2591 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 24 ივლისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.