მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

6148886345576
შოთა ტყეშელაშვილი
20.09.21 17:10
745
20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1099 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.24 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6429 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 3.17 თეთრით შემცირდა და  4.2593 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 21 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 8 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.