მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

6151c25957470
BM.GE
27.09.21 17:06
642
27 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.01 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6481 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.34 თეთრით შემცირდა და  4.2690 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 8 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.