მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

6290cc6b77d7c
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.22 17:04
25984
27 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8657 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 2.01 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0689 ლარი გახდა.

3.83-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 3.6108 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.07 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 17.48 თეთრი გახდა.