მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

62b5b6848f4ae
BM.GE
24.06.22 17:02
1083
24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.05 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9360 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 1.14 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0954 ლარი გახდა.

3.03-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.6122 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით კურსის ცვლილება არ დაფიქსირდა და ის კვლავ 16.90 თეთრი ღირს.