მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

6076e8748ee86
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.21 17:05
1464
14 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 1.97 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4432 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის ჭრილში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.3%-ით გაუფასურდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.68 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1177 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.68 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4265 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 3.60 თეთრით გაიზარდა და 4.7375 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 13 აპრილიდან შევა ძალაში.

ცნობისთვის: სებ-მა აპრილის პირველ კვირაში $40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად, თუმცა ბაზარზე შესაბამისი მასშტაბის მოთხოვნა არ იყო, რის გამოც მხოლოდ $27.5 მილიონი დოლარი გაიყიდა. ეს 2021 წლის რიგით მეხუთე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში $187.5 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.