მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

609298f72c94d
შოთა ტყეშელაშვილი
05.05.21 17:11
1998
5 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა; ცვლილება 0.01 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4399 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.15 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1334 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.12 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4114 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.22 თეთრით გაიზარდა და 4.7751 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 6 მაისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ მისი თქმით, ბოლოდროინდელი გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი ტურიზმიდან დაკარგული შემოსავლებია.

„ლარის კურსის ვარდნა ძირითადად შეფერხებული ტურიზმით არის გამოწვეული, ამ სექტორსიგან საქართველომ მხოლოდ 2020 წელს 3 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგა, აღსანიშნავია, ასევე 2019 წელს რუსეთის მხრიდან ფრენების შეზღუდვა, ამას ემატება ჩვენს მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება და არასტაბილურობა, ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსის ვარდნაზე“, - აღნიშნა ლეჟავამ.