11.მაისი .2021 17:03

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
views 2038
უკან

11 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა; ცვლილება 0.97 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4271 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.66 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1656 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.07 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4136 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 2.36 თეთრით გაიზარდა და 4.8418 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 12 მაისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.