მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

61000474c4ffe
BM.GE
27.07.21 17:02
704
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა მცირედით გაუფასურდა.  აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0892 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.38 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6409 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.67 თეთრით გაიზარდა და 4.2521 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 ივლისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.