მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

610156df5c894
BM.GE
28.07.21 17:09
1037
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გაუფასურდა.  აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.6 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1052 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.54 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6663 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 5.03 თეთრით გაიზარდა და 4.3091 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 ივლისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.