მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

6102a8a6c0ee6
BM.GE
29.07.21 17:07
4279
29 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გაუფასურდა.  აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.45 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1197 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.80 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7043 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 4.51 თეთრით გაიზარდა და 4.3542 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 30 ივლისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.