13.ოქტომბერი .2021 17:22

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
views 420
უკან

13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1383 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.87 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6291 ლარი გახდა. 1.14-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.2775 ლარი გახდა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბერს სავალუტო აუქციონი ჩაატარა და $60 მილიონი გაყიდა - აუქციონის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა, თუმცა მას შემდეგ ყოველდღიურად უფასურდება.  

ეს 2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, ბოლო აუქციონი სებ-მა 3 აგვისტოს გამართა, რა დროსაც $30 მილიონი გაყიდა. ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 ოქტომბრიდან შევა ძალაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა