მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან, ევროსთან და ფუნტთან მიმართებით გამყარდა

6172b7d5d90cb
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.21 17:06
621
22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 0.1 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.14 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.08 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6553 ლარი გახდა. 0.17-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.3329 ლარი გახდა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბერს სავალუტო აუქციონი ჩაატარა და $60 მილიონი გაყიდა - აუქციონის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა, თუმცა მას შემდეგ ყოველდღიურად უფასურდება.  

ეს 2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, ბოლო აუქციონი სებ-მა 3 აგვისტოს გამართა, რა დროსაც $30 მილიონი გაყიდა. ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 23 ოქტომბრიდან შევა ძალაში.