მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან, ევროსთან და ფუნტთან მიმართებით გამყარდა

619f8be86dfc8
BM.GE
25.11.21 17:09
1405
25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1153 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.08 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4927 ლარი გახდა. 1.57 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.147 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.99 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 25.90 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 ნოემბრიდან შევა ძალაში.