მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან, ევროსთან და ფუნტთან მიმართებით გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

61a8c478a2f88
შოთა ტყეშელაშვილი
02.12.21 17:05
948
2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1283 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.27 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5441 ლარი გახდა. 0.40 -თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1663 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.36 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 23.31 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 დეკემბრიდან შევა ძალაში.