27.ივნისი .2022 17:01

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა
views 1006
უკან

27 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.11 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9349 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 1.12 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1066 ლარი გახდა.

0.73-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.6049 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.66 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.56 თეთრი გახდა.