05.აგვისტო .2022 17:02

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა
views 5946
უკან

5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.66 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7178 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 0.31 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7806 ლარი გახდა.

2.57-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.2959 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.03 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.13 თეთრი გახდა.