24.ნოემბერი .2022 17:03

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა
views 931
უკან

24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.75 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7117 ლარი გახდა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.67 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8218 ლარი გახდა.

6.11-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2866 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.56 თეთრი შეადგინა.