22.ივნისი .2022 17:04

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან და ფუნტთან გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან და ფუნტთან გამყარდა
views 6738
უკან

22 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.49 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9326 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 0.68 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0857 ლარი გახდა.

0.48-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5954 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გაუფასურებამ 0.03 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 16.90 თეთრი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა