23.ივნისი .2022 17:07

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან და გირვანქა სტერლინგთან გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან და გირვანქა სტერლინგთან გამყარდა
views 1071
უკან

22 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.29 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9355 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 0.17 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0840 ლარი გახდა.

1.35-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5819 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით კურსის ცვლილება არ დაფიქსირდა და ის კვლავ 16.90 თეთრი ღირს.