მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან, ფუნტთან და ლირასთან გამყარდა

61a773a79272f
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.21 17:09
857
1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1279 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5414 ლარი გახდა. 0.13 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1623 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.20 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 23.67 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 დეკემბრიდან შევა ძალაში.