26.აგვისტო .2020 17:16

ლარი დოლართან გაუფასურებას განაგრძობს - 27 აგვისტოს ოფიციალური კურსი

views 1107
უკან

26 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან კიდევ გაუფასურდა და 3.0804 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0778 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.26 თეთრი შეადგინა.

დოლარისგან განსხვავებით, ლარი ევროს მიმართ გამყარდა და მის კურსი 3.6389 ლარია, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6429 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.40 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა თურქული ლირას და ფუნტის მიმართაც გაუფასურდა, შესაბამისად, 0.4194 და 4.0517 ლარამდე.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა