29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0867 ლარს შეადგენს. ეს 2021 წლის ივლისის შემდეგ, დოლართან მიმართებით ლარის ყველაზე მყარი კურსია.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.82 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4849 ლარი გახდა. 0.29 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1204 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 1.14 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 24.41 თეთრი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 30 ნოემბრიდან შევა ძალაში.