14.ივნისი .2021 17:08

ლარი დოლართან მიმართებით - 3.39 თეთრით, ევროსთან კი 3 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით - 3.39 თეთრით, ევროსთან კი 3 თეთრით გაუფასურდა
views 4068
უკან

14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 3.39თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2040 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.06 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8829 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.56 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3837 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 2.88 თეთრით გაიზარდა და 4.5164 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 15 ივნისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.