04.მაისი .2021 17:03

ლარი დოლართან მიმართებით 1 თეთრით, ევროსთან კი 5 თეთრით გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით 1 თეთრით, ევროსთან კი 5 თეთრით გამყარდა
views 2702
უკან

4 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა; ცვლილება 1.05 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4398 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.99 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1319 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.88 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4126 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 3.25 თეთრით შემცირდა და 4.7751 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 5 მაისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ მისი თქმით, ბოლოდროინდელი გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი ტურიზმიდან დაკარგული შემოსავლებია.

„ლარის კურსის ვარდნა ძირითადად შეფერხებული ტურიზმით არის გამოწვეული, ამ სექტორსიგან საქართველომ მხოლოდ 2020 წელს 3 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგა, აღსანიშნავია, ასევე 2019 წელს რუსეთის მხრიდან ფრენების შეზღუდვა, ამას ემატება ჩვენს მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება და არასტაბილურობა, ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსის ვარდნაზე“, - აღნიშნა ლეჟავამ.