მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით 2.4 თეთრით, ევროსთან 3 თეთრით გამყარდა

61ae0b1b370d9
BM.GE
06.12.21 17:04
1425
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.43 თეთრით გაყმარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0967 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.09 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4993 ლარი გახდა. 4.1 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1037 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.44 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 22.47 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 დეკემბრიდან შევა ძალაში.