მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

62d166dd33eda
BM.GE
15.07.22 17:05
5853
15 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.55 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8504 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 0.45 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8658 ლარი გახდა.

0.36-თეთრიანი გამყარებაა  ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.3772 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გაუფასურებამ 0.03 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 16.36 თეთრი გახდა.