მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

6419abfde24ce
BM.GE
21.03.23 17:05
7524
21 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 1.53 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7717 ლარი გახდა.

1.18 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1446 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 13.54 თეთრი ლარი შეადგინა.