14.სექტემბერი .2021 17:02

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა
views 606
უკან

14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1141 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.68 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6759 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.15 თეთრით გაიზარდა და  4.3189 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 15 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 8 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა