15.სექტემბერი .2021 17:06

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა
views 607
უკან

15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1129 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.63 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6822 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.50 თეთრით შემცირდა და  4.3039 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 8 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა